მევლუთ ჩავუშოღლუ - სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ლაჩრები არიან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, არიან ლაჩრები, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, რომელთაც არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისტორიის გაპოლიტიზირება“,-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.

სომხური მხარის ცნობით, 1915 - 1917 წელბში ოსმალთა იმპერიამ დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი მოკლა, რაც ერის გენოციდს ნიშნავს. ამასთან, თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სომხები და მათთან ერთად თურქები პირველ მსოფლიო ომს შეეწირნენ. მათივე ინფორმაციით, სომხები დამპყრობელ რუსებს გაურიგდნენ და ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყვეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა