ახალციხეში დათვის ბელზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში დათვის ბელზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

„მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა