მოძრაობა „გაბედე“ - სტუდენტებს ატყუებენ, რომ ხვალ ევროკავშირის ღონისძიებაა და ქუთაისიდან თბილისში უფასოდ წაყვანას და კვებას ჰპირდებიან

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტთან ბრიფინგი გამართეს და სტუდენტების აქციაზე მოტყუებით წაყვანის ფაქტზე ისაუბრეს. "გაბედეს" წევრების თქმით, სტუდენტებს ატყუებენ, რომ ხვალ ღონისძიებაზე წაიყვანენ და არ ეუბნებიან, რომ რეალურად, "ქართული ოცნების" აქციაა.

მოძრაობის წევრები სტუდენტებს მოუწოდებენ არ მოტყუვდნენ და "ქართული ოცნების" აქციაზე გაუაზრებლად არ მოხვდნენ.

„სტუდენტებს ატყუებენ, რომ ევროკავშირის ღონისძიებაა, რეალურად, ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნების" აქციაა. სტუდენტებს პირდებიან თბილისში უფასოდ წაყვანას და კვებას. ამაში ჩართული არიან ლექტორები, რომელთა გამოცდებიც აქვთ ჩასაბარებელი სტუდენტებს. მოვუწოდებთ სტუდენტებს, არ მოტყუვდნენ და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ნაწილში არ მოხვდნენ", - განაცხადა გაგი ახალაძემ.

ბრალდებას არ ადასტურებენ წერეთლის უნივერსიტეტში. მათი თქმით, მსგავსი დირექტივა გაცემული არ არის და ლექტორები სტუდენტებს ღონისძიებაზე წასვლას არ აიძულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა