კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ ლევან სურგულაძის მიერ თანამდებობის დატოვება, საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობას არ დააზიანებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის მიერ თანამდებობის დატოვება, საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობას არ დააზიანებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის კითხვაზე, შეიძლება თუ არა სურგულაძის გადადგომამ რეფორმის მიმართ ნდობა შეასუსტოს, გვენეტაძე შემდეგნაირად პასუხობს:

„მე ვერ გეტყვით ბატონი ლევან სურგულაძის გადადგომის მიზეზს. რაც შეეხება, დააზიანებს თუ არა ნდობას, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად ინსტიტუტის ფუნქციონირება. დაინიშნება საპენსიო ფონდის მმართველი. ვფიქრობ, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების მიმართ უნდობლობა და ღირსეული წარმომადგენელი ჩაანაცვლებს სურგულაძეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა