რევაზ არველაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჰაერის განმეორებით შემოწმებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჰაერის განმეორებით შემოწმებას ითხოვს. რევაზ არველაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის დახმარება სთხოვა, რომელიც არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, კვლავ შეუძლოდ გახდა.

„ისევ სუნი დადგა ამ დარბაზში. ჩემი აზრით, უნდა მოვიყვანოთ ვინმე და შევამოწმოთ ჰაერის შემადგენლობა. პარლამენტის წევრების დიდი ხნით ყოფნა რეკომენდებულია თუ არა ამ დარბაზში, ვიდრე იმ კონდიციაში არ მოვა როგორც საჭიროა,“ - განაცხადა არველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რის გამოც 4 ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის იყო ენძელა მაჭავარიანიც. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა