ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკის ქმედებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერძოდ ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში, 2018 წლიდან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

„ჩვენნაირი მცირე, განვითარებადი და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ოპტიმალური ნიშნულია, რისკენაც უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია. სახეზე გვაქვს, მაღალი ინფლაცია - 11 თვის მონაცემებით 7% (თუმცა განსაკუთრებით მაღალია სურსათზე ფასების ზრდა). გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლარი გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით და ზაფხულიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება სექტემბრიდან ეროვნული ბანკის ქმედებებს, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე თანმიმდევრულმა აწევამ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზერვების ნორმის შემცირებამ 30-დან 25%-მდე და დროულმა ინტერვენციებმა სავალუტო ბაზარზე გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, მაგრამ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებების გადაცემის არხების გათვალისწინებით სრული შედეგი ჯერ კიდევ წინაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა