პარლამენტთან დაკავებული გიორგი ვაშაძის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო სხდომა 17 დეკემბრისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის - გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელის და ნოდარ ბრეგაძის სასამართლო სხდომა 17 დეკემბრისთვის გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის მიერ სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ დაყენებული შუამდგომლობაა.

დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საია-ს და სახალხო დამცველს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი აქვთ სარჩელი, სადაც ითხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას იმის გამო, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სწორედ ამ მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები.

„ჩვენ მიერ დაყენებული იქნა სასამართლოში შუამდგომლობა, რომ გადადებულიყო სხდომა. სახალხო დამცველსა და საია-ს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ შეტანილი სარჩელი, სადაც ითხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას იმის გამო, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ეს ის მუხლია, რის საფუძველზეც არიან ეს ადამიანები დაკავებულები. შესაბამისად, შეიძლება აღმოჩენილიყო, რომ არაკონსტიტუციური ნორმით იხილავს სასამართლო საქმეებს. ეს კოდექსი არის საბჭოთა პერიოდში მიღებული და მთლიანობაში არის ძალიან ბევრი ხარვეზი პროცედურული თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით. ეს შუამდგომლობა დავაყენეთ და როგორც ჩანს, სასამართლოს ფიქრი დასჭირდა ამაზე და განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობაზე სამსჯელოდ სჭირდება დრო“,- განაცხადა კოჟორიძემ.

სასამართლოს სხდომა 17 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა