ირაკლი კოვზანაძე - ყველას არ სწამს ღმერთი, მაგრამ ყველას სჯერა „ბუნდესბანკის“- ვისურვებდი, საქართველოს ეროვნული ბანკიც ნდობის მსგავსი ხარისხით სარგებლობდეს საზოგადოებაში

გერმანიაში, მაშინ როცა მიმოქცევაში იყო გერმანული მარკა, არსებობდა ასეთი გამოთქმა - ყველას არ სწამს ღმერთი, მაგრამ ყველას სჯერა „ბუნდესბანკის“ (ანუ გერმანიის ცენტრალური ბანკის). ვისურვებდი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიც ნდობის მსგავსი ხარისხით სარგებლობდეს საზოგადოებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, არა მხოლოდ ინფლაციის მოლოდინების შემცირება, არამედ ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინებზე ზემოქმედება, რისთვისაც აუცილებელია ქვეყნის ცენტრალური ბანკს საზოგადოების ნდობის მაღალი მანდატი ჰქონდეს.

„ჩვენ ყველამ ერთად, პირველ რიგში კი თავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ ნდობის მოპოვებისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს პარლამენტმა 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს მხარი დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა