პრეზიდენტი - კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს, ისედაც არსებულ რთულ ვითარებას.

„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც არსებულ, რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცლეებს. მათი ცნობით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს