ანონსი  14 დეკემბერი

14 დეკემბერს, 09:30 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრება ჩატარდება. ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე დაესწრება.

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში, გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართება.

საჯარო კონსულტაციას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრებიან.

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო გამოკვლევების მიზნით საქველმოქმედო აქცია გაიმართება.

მის: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის N1

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს პარლამენტში ხსნარის "ACD ფრაქცია 2" დაღვრა და მისი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ექიმები დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

14 დეკემბერს, 12:30 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბრიფინგს გამართავს.

მის: ბოჭორმის ქ. 12

საკონტაქტო: 599 437 403

14 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08; ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო