დავით ასათიანის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი ე.წ. სასამართლო 20 დეკემბერს გაიმართება

ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ცხინვალის ე.წ. სასამართლოში სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ადვოკატთა ასოციაციას ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. ასათიანის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ საზღვარს არ აღიარებს, რის გამოც ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პატიმრობაში დატოვეს. დავით ასათიანის თქმით, პატიმრობაში მყოფი ექიმის ჯანმრთლეობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ მართალია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ჩვენებას არ ცვლის და დაკავების დღიდან იძლევა ერთსა და იგივე ჩვენებას, რომ დანაშაულს არ აღირებს. ზოგადად, არ აღიარებს ე.წ. საზღვარს და ამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. დღესაც იგივე პოზიციაზეა. ადვოკატმა პატიმრობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე მოითხოვნილ იქნა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, რაც არ დაკმაყოფილდა. ის რჩება პატიმრობაში ცხინვალის იზოლატორში. შემდეგი ე.წ. სხდომა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს