რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა-ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი

რუსთავში, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 25 წლამდე ასაკის ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ახალგაზრდა ქალი კონტაქტური იყო და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია