მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმიდან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე მოემგზავრებიან, ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მოქალაქეები მიკროავტობუსებით თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე მოემართებიან. მოქალაქეები თბილისში გასამგზავრებლად ბათუმის პირველ სკოლასთან, გმირთა ხეივანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბათუმის მერიასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
მოქალაქეების თბილისში გამგზავრებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები გამოეხმაურნენ და ტრანსფარანტებით მივიდნენ იმ ლოკაციებზე, სადაც მოქალაქეთა მობილიზება შეინიშნებოდა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, თბილისში აქციაზე მონაწილეებს "გზა მშვიდობა" უსურვეს. მათ ასევე განმარტეს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს წასვლას აიძულებენ.

























