"ქართული ოცნების" წევრის ინფორმაციით, თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-მდე ადამიანი უერთდება

"ქართული ოცნების" წევრის ინფორმაციით, თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-მდე ადამიანი უერთდება

თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან. "ქართული ოცნების" ორგანიზებით, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, სურთ ერთად იზეიმონ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად გახდომა.

"ქართული ოცნების" წევრის გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, ღონისძიებას ქუთაისიდან დაახლოებით 3700 ადამიანი უერთდება. მისი განცხადებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა და მოქალაქეების იძულებით ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ წაყვანა არ მომხდარა. დალაქიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეების ქუთაისიდან ტრანსპორტირება "ქართული ოცნების" ორგანიზებით და დაფინანსებით მოხდა.