„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად ფოთიდანაც გამოემგზავრნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად ფოთიდანაც გამოემგზავრნენ

თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად ფოთიდანაც გამოემგზავრნენ. ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ეს არის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული, რომელიც დაიწყო 2 დეკემბერს და დღეს სრულდება გრანდიოზული კონცერტით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობა იყო სრულიად ნებაყოფლობითი. მასში ჩაერთვნენ ახალგაზრდები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და რიგითი მოქალაქეები“, - განაცხადა „ქართული ოცნების" ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ კვინჩიამ.

პარტია „ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს.