ანონსი 15 დეკემბერი

15 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსის 107-ე აუდიტორიაში, კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V _ ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“ გაიმართება.
საკონტაქტო პირი: ნათია ფონიავა - 557 95 15 67
15 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრები რესპუბლიკის მოედანთან, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან, საიდანაც გაემართებიან საოკუპაციო ხაზთან.
საკონტაქტო პირი: 577403734
15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მანქანებით საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობას მოაწყობენ, რის შემდეგაც საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება.
15 დეკემბერს, 12:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს.
მისამართი: ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია.
საკონატაქო პირი: 599 854722
15 დეკემბერს, 13:00 საათზე, რუსთავში, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი კუპრაძე და გრიგოლ გეგელია მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრაზე ,,ლელოს’’ლიდერები არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ და ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
მის: რუსთავი, მეგობრობის გამზირი #32, სასტუმრო ,,რუსთავი’’
საკონტაქტო პირი: 577403734
15 დეკემბერს, 14:00 ზე, თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ვაკის გამგეობის ეზოში არსებულ სკვერში, სამეზობლოს, აქტივისტების, აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეთა აქციას გამართავს, რომელიც მიემართება თბილისის მერიას, არ გასცეს ტოტალიზატორის მშენებლობის ნებართვა სკვერში.
15 დეკემბერს, 15:00 საათზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე („ახალი თბილისი“, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) საზეიმოდ „ფალავნობა 2019“ გაიხსნება.
10:00 - წინასწარი შეხვედრები გაიმართება, 15:00 - გახსნის ცერემონია იქნება, ხოლო
17:00 - ფინალური ბლოკი შეხვედრები დაიწყება.
15 დეკემბერს, 16:50 ბათუმის აეროპორტში, გათავისუფლებული მეზღვაური ოთარ ვარდიძე ჩამოფრინდება
15 დეკემბერს, 18:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
მის: გულუას ქ. 10.

























