ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი უკიდია

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი უკიდია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტისგან მოშორებითაა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

























