საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, დენიელ ტვინინგთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტთან მაიკლ სვეტლიკთან, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება აშშ კონგრესში. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა