მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - ვფიქრობ,  არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა,  მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს

მე მგონია, რომ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, - ამის შესახებ ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის შეწყალება აუცილებელია.

„მე მგონია, რომ შეიწყალებენ, მაგრამ შეწყალება რთული პროცესია. მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს. ჩვენს ქვეყანაში საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. საერთოდ ასე ხდება, რომ ადამიანი რაღაცას ჩაიდენს, დაიჭერენ და მერე იწყალებენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა