ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით ჩოხატაურში „სამოქალაქო მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ჩოხატაურში, სადაც მოძრაობის წევრები კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი“ ფარგლებში იმყოფებიან, „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებსა და საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოძრაობა ჩოხატაურში ჩავიდა იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის შესახებ მოსახლეობასთან ესაუბრა, თუმცა სხვა რეგიონების მსგავასად შეხვედრას აღნიშნულ რეგიონშიც კამათის გარეშე არ ჩაუვლია.

„როგორც სხვა რეგიონებში ხდებოდა ხოლმე, აქაც საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაგვხვდნენ, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის. რომ ჩოხატაურში ხალხი მდიდრულად ცხოვრობს და არანაირი პრობლემა არ არის. თვითონ ხალხი ამაზე ეკითხებოდა. ჩვენი კამათი გამოიწვია, ვეკითხებოდი, რომ იქნებ ერთი რამე დაესახელებინათ, რა გააკეთა ნინო წილოსანმა ამ წლების განმავლობაში. საკრებულოს წევრებმაც კი ვერ დაგვისახელეს ერთი ფაქტიც. ცხარე კამათი გვქონდა საკრებულოს წევრებთან, სხვასთან არავისთან“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, დღეს ისინი შეხვედრებს ოზურგეთშიც გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა