ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში მიმდინარე აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა პერფორმანსი მოაწყეს. მათ სიმბოლურად თეთრ საჰაერო ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუშვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, მათ აქცია-პერფორმანსით სურთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აჩვენონ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.

"ჩვენი აქცია არის ჰუმანური, აპოლიტიკური და არაძალადობრივი. აქცია-პერფორმანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი: "ოსო ექიმებო ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს". ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის თავისუფლება ვაჟა ექიმს, დააბრუნეთ ექიმი სახლში!" - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა