ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე, რომელიც მეკობრეებთან ერთი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე, რომელიც მეკობრეებთან ერთი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე, რომელიც მეკობრეებთან ერთი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა საქართველოში დაბრუნდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვაურს ოჯახის წევრები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დახვდნენ.

"ორმოცი დღე ტყეში, ჯუნგლებში იყო, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, კომპანიას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობას. ყოველ დღე მქონდა ინფორმაცია რომ კარგად იყო. თანხაზე იყო ალბათ საუბარი, რამდენი არ ვიცი. ჩემი ძმა გემზე ელექტრომეხანიკის პოზიციაზე მუშაობდა ,"- განაცხადა მეზღვაურის დამ მარიამ ვარდიძემ

ქართველი მეზღვაური საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იმყოფებოდა, როდესაც მეკობრეებმა გაიტაცეს.