გია ვოლსკი ოპოზიციის შეთავაზებაზე - იმდენად დიდია უსამართლობა, რომელიც ასეთი სისტემით არჩევნების შედეგებს შეიძლება მოჰყვეს, რომ ერაყში და ავღანეთშიც კი, სადაც ეს სისტემა არსებობს, ამის ცვლილებაზე ლაპარაკობენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციასთან ახლოსაა, თუმცა მსგავსი წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები უსამართლოა.

როგორც ვოლსკიმ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ აუდიენციებს აზრი ყოველთვის აქვს, თუმცა ხალხის ხარჯზე კომპრომისი ვერ მოხდება.

“შემოთავაზებული სისტემა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მგონი ჩვენი ოპონენტებისგანაც არაა ამაზე განსხვავებული პოზიცია, რომ რეალურად კონსტიტუციასთან ახლოსაა. ესეც კიდევ სამსჯელო თემაა, მაგრამ იმდენად დიდია უსამართლობა, რომელიც ყველა ასეთი სისტემით არჩევნების შედეგებს შეიძლება მოჰყვეს, რომ ერაყში და ავღანეთშიც კი, სადაც ეს სისტემა არსებობს, ამის ცვლილებაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა დუშეთში მიიღოს მეტი ხმა და სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდეთ მასზე თელავში, ან ყვარელში. ამ რეალობის დასაძლევად კიდევ ალბათ ერთი რაუნდი იქნება საჭირო. ჩვენ ვერ შევთანხმდებით ისეთ ფორმულირებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება. გარდა ამისა ქვეყნის სტაბილურობა სამართლიანობაზე არის დამყარებული. ვერანაირ კომპრომისს ხალხის ხარჯზე ვერ დავუშვებთ. თუმცა შეხვედრებს ყოველთვის აქვს გარკვეული აზრი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა