ანონსი  16 დეკემბერი

16 დეკემბერს, 09:30 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაოლო პისკო მიმართავენ.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“ (რუსთაველის გამზირი 29)

16 დეკემბერს, 10:30 საათზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საკოორდინაციო პლატფორმის გაფართოებულ შეხვედრას „ეფექტური თანამშრომლობა უკეთესი შედეგებისთვის“ გამართავენ.

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ღია საზოგადოების ფონდი და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთი ანალიტიკური ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და ევროპაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე დოკუმენტს წარადგენს.

შეხვედრაში მონაწილეობენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

საკონტაქტო: 595 221 999

16 დეკემბერს, 11: 00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის წარდგენა გაიმართება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქ-ნი ნათია თურნავა, ხოლო სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.

მის: მალხაზ აბდუშელიშვილის ქ. #1

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოზარდის ძმა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: “მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტი და მოზარდის კრიტიკული მდგომარეობა.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტში (ბიუროს ოთახთან) საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა პრესკონფერენციას გამართავს.

16 დეკემბერს, 11:30 საათზე, იურისტი ანა დოლიძე შს სამინისტროს შენობის წინ გამართავს ბრიფინგს.

მის: ორთაჭალა, გულიას 8

საკონტაქტო: 599 437 403

16 დეკემბერს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ერელე კუხიანიძის განცხადებები

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

16 დეკემბერს, 11:30 საათზე, გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა" აქციას ​"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ!" გამართავს.

მის: თბილისის საკრებულო

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე - 599 85 47 22

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში“, სათხილამურო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს.

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 დეკემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)

16 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 დეკემბერს, 16:00 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ღონისძიება ,,უფრო ახლოს ერთმანეთთან“ ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სოფელ ფერიიაში მცხოვრები აფხაზი მოზარდები და მარტვილში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

მის: დიმიტრი უზნაძის #68

საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

16 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

16 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხალდეს აღორძინების ფონდის ორგანიზებით, გამოფენა „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876” გაიმართება.

მის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი #3

16 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

მის: მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბელის ქუჩა #13

ტელ: ქეთევან ბერაძე, 595 111 887

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა