ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე - ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები - ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება

ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია.

თურნავა აცხადებს, რომ მოქმედ პორტებში თავისუფალი ადგილი არაა, იმდენად გაიზარდა დატვირთვა, ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება ძალიან წაეშველებოდა ამ სიტუაციას.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, - აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა