ესტონეთის შს მინისტრი ფინეთის პრემიერზე - მოლარე გახდა პრემიერი - მახსენდება ლენინი, რომელიც ამბობდა, რომ სამზარეულოს ყველა მოახლეს შეუძლია მინისტრი გახდეს

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მემარჯვენე „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიის“ ლიდერის, მარტ ჰელმეს თქმით, ფინეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი სანა მარინი „მოლარეა“, რომელიც ცდილობს „ფინეთის ლიკვიდაციას“.

„მე მახსენდება ვლადიმერ ლენინი, რომელიც ამბობდა, რომ სამზარეულოს ყველა მოახლეს შეუძლია გახდეს მინისტრი-მგონი ასე თქვა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მოლარე გახდა პრემიერი და ზოგიერთი ქუჩის გაუნათლებელი აქტივისტი მთავრობის წევრი“, - განაცხადა ჰელმემ.

ესტონეთის შს მინისტრის აღნიშნულ განცხადებას, თავად ფინეთის პრემიერი გამოეხმაურა.

„ვამაყობ ფინეთით. აქ, ბავშვს ღარიბი ოჯახიდან შეუძლია განათლება მიიღოს და ბევრს მიაღწიოს. აქ, მოლარეს შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი“,-დაწერა სანა მარინმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სანა მარინი, გასულ კვირას ფინეთის პრემიერ- მინისტრად დაამტკიცეს. 34 წლის მარინი, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა