მიხეილ ყაველაშვილი სერგო რატიანს - რა გინდა, დაგარტყა მაინცდამაინც?

რა გინდა, დაგარტყა მაინცდამაინც? - ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრ სერგო რატიანს ბიუროს სხდომაზე მიმართა.

დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ ციხეში პატიმრების მოსანახულებლად მათ იმიტომ არ უშვებენ, რომ "სუნი არ დააყენონ".

"უსაფრთხოების მიზნით ვერ შეგიშვებენ. მოაწყობთ იქ რაღაცებს. შეუშვით ერთი, შეუშვით და რას უზამენ პატიმრები არ გაინტერესებთ?" - განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, რატიანმა და თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უპასუხეს, რომ "სუნი ბიუროს სხდომაზე დგას". ამასთან, სერგო რატიანმა ყაველაშვილს ციხეში ერთად შესვლა შესთავაზა.

გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა სერგო რატიანს "კასრების საქმე" შეახსენა. რატიანმა კი უმრავლესობას "რაფალიანცის საქმის გამპრავებლები" უწოდა.

"რა გინდა, დაგარტყა მაინც და მაინც?" - მიმართა ყაველაშვილმა რატიანს, რაზეც რატიანმა უპასუხა: "ფეხებსაც ვერ მომჭამ".

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა