სერგო რატიანი პატიმრების მონახულების შესახებ არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - მისი დისკრეციაა, რას ნიშნავს? „ხოში“ როცა ექნება და როცა კარგად შემოგვხედავს?

მისი დისკრეციაა, რას ნიშნავს? „ხოში“ როცა ექნება და როცა კარგად შემოგვხედავს? ნაწამები ჰყავთ ადამიანები, თვალები დათხარეს, მძევლად აიყვანეს, მერე შედიან თითოეულთან და არის ზეწოლა, რომ მათ ხელი დაადო მელიას, უგულავას და სხვებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ პატიმრების მონახულებაზე ნებართვის გაცემა მისი დისკრეციაა.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმი, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავს, მათი უფლებაა და ასევე მათი უფლებაა პატიმრების მონახულებაც.

„უკვე მოდის სიგნალი და ფაქტობრივად დადასტურებულია საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმრებზე ხორციელდება ზეწოლა. დღეს ადვოკატმა თქვა, რომ შესულია იქ ორი ადამიანი, რომლებიც ზეწოლას ახორციელდებდნენ ბუდაღაშვილზე. თამლიანმა გაიკეთა ოპერაცია და ამ დროის განმავლობაში უნდა შევსულიყავით და გვენახა, რა მდგომარეობაა და არ გვიშვებენ. ამათი პასუხია ის, რომ თურმე ბოიკოტის რეჟიმში ვართ და ბოიკოტი არის ჩვენი უფლება და პატიმრების მონახულება არის ჩვენი პრივილეგია კი არა, უფლება და მოვალეობა, რომ ისეთ დროს, მით უმეტეს, როცა საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ რა ხდება ციხეში კაცმა არ იცის, ჩვენ შევიდეთ და ვნახოთ ეს ადამიანები. ეს ადამიანები ჰყავთ მძევლად და ამ პირობებში, ფაქტობრივად 2012 წლიდან არავის უკადრებია ციხეში შესვლის ნებართვის დაბლოკვა. მარიონეტის მარიონეტები არიან.

მისი დისკრეციაა, რას ნიშნავს? ხოში როცა ექნება და როცა კარგად შემოგვხედავს? სრული ანომალიაა. ნაწამები ჰყავთ ადამიანები, თვალები დათხარეს, მძევლად აიყვანეს, მერე შედიან თითოეულთან და არის ზეწოლა, რომ მათ ხელი დაადო მელიას, უგულავას და სხვებს. ადამიანები, რომლებიც საერთოდ არავითარ კავშირში არიან პოლიტიკასთან, მძევლად არიან. ბუდაღაშვილზე, რომელიც საერთოდ არ გვხვდებოდა, არ მიყვარს პოლიტიკოსები და არ მინდა მათთან შეხვედრაო, არც შევხვედრივარ და დღეს ირკვევა, რომ თურმე მასზე ზეწოლაა,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა