ლევან კობერიძე არჩილ თალაკვაძეს - იქნებ ნაკლებად ვთხოვოთ მანდატურს, რომ დეპუტატებს ან ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინონ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებს, მომავალში ნაკლებად მოუწოდოს მანდატურის სამსახურს, დეპუტატებს ან ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინოს.

როგორც კობერიძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, პარლამენტში არსებობს ეთიკის საბჭო და უკეთესი იქნება, თუ მსგავს ფაქტებს იქ განიხილავენ.

„საპარლამენტო ბერკეტები და ინსტურმენტები შეიქმნა პარლამანეტში, მაგალითად, ეთიკის საბჭო, რომელიც „ქართული ოცნების“ დაჟინებული მოთხოვნით შეიქმნა, ის საბჭო მუშაობს, ბიუჯეტიც შესაბამისად გამოყოფილია და მიდის თანხების ხარჯვა, შესაბამისად, იქნებ ამოქმედდეს და მსგავსი საკითხების იქ გადატანა ღირდეს და იქ ვიმსჯელოთ ასეთ საკითხებზე. მეორე, უბრალოდ თხოვნა მექნებოდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთხოვოთ მანდატურის სამსახურს, რომ დაატოვებინონ დარბაზი ან დეპუტატებს, ან ჟურნალისტებს. ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, მესმის, რომ წესრიგი საჭიროა და უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, მაგრამ პარლამენტში ნამდვილად არ არის კარგი საყურებელი, როდესაც მანდუტურებს გაჰყავთ ჟურნალისტები. იძულებულები არიან, რადგან ბრძანებას უნდა დაემორჩილონ, შესაბამისად, ეს კარგს არაფერს აძლევს პარლამენტარიზმს. ვინმე თუ იქცევა უხეშად, გამოთქვას თავისი, მოსაზრება და დაამთავროს, რამდენ ხანს ისაუბრებს? მეც რომ ვიყო, რამდენ ხანს ვისაუბრებ? დავამთავრებ ხომ ამ უხეშ საუბარს, ვიღაცა ილაპარაკებს და დამთავრდება. შეიძლება მერე თქვენც იყოთ ოპოზიციაში, შემდეგ არჩევნებში ალბათ ასე იქნება, მე ასე მგონია და არ გესიამოვნებათ, რომ სხვა თავმჯდომარე ასე მოიქცეს“, - მიმართა ლევან კობერიძეარჩილ თალაკვაძეს.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ განმარტებას, რატომ არ აძლევენ პატიმრებთან შესვლის უფლებას ოპოზიციის წევრებს. ბიუროს სხდომაზე ხმაური დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ფრაზამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას ციხეებში იმიტომ არ უშვებენ, რომ „სუნი არ დააყენონ".

პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ოპოზიციის წარმომადგენლების გაყვანა დაავალა. მანამდე თალაკვაძე ბოკუჩავასა და რატიანს მოუწოდებდა ადგილებზე დამსხდარიყვნენ და „ღვედები შეეკრათ". ამის შემდეგ თინა ბოკუჩავამ და სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა