ნატო ჩხეიძე არჩილ თალაკვაძეს - ბევრი საუბარია იმაზე, რომ ისინი სისხლიანები იყვნენ და თქვენ კარგები ხართ, სისხლიანები თქვენც ხართ ამ ზაფხულიდან მოყოლებული

სამწუხაროდ, ვერც ერთი მთავრობა ვერ გადარჩება ხოლმე უსისხლოდ. ძალიან ბევრი საუბარი იმაზე, რომ ისინი სისხლიანები იყვნენ და ცუდები არიან, თქვენ კი კარგები ხართ, სისხლიანები თქვენც ხართ ამ ზაფხულიდან მოყოლებული, - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

ნატო ჩხეიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, რომ არ შეეჯიბრონ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს „სიგლახეში“.

„თქვენი დისკრეციული უფლებაა თუ ვის მიანიჭებთ ციხეში შესვლის უფლებას მოინახულოს პატიმარი და ვის - არა. თქვენ ბრძანდებით პარლამენტის თავმჯდომარე ანუ ყველას თავმჯდომარე. როცა ოპოზიციასთან მიდიან პატიმრების მშობლები წუხილით, რომ ვერ მიაღწიეს მმართველი გუნდის ვერც ერთ წარმომადგენლამდე და თქვენ იქნებ მაინც რამე გვიშველოთო, ცხადია, ოპოზიციის წევრები შეეცდებიან მოიპოვონ ის უფლება, რაც თქვენ უნდა გასცეთ. იმას, რომ თინა ბოკუჩავას რაიმე სისხლში აქვს ხელები გასვრილი, მოდით, ნუ დავაბრალებთ, ის ამბები როცა ხდებოდა, რაც თქვენ მოყევით, მეც მშვენივრად ვიცი, თინა ბოკუჩავა სკოლაში სწავლობდა, ამიტომ მაინცდამაინც მასზე ნუ გადავტეხავთ ჯოხს. საკმაოდ დაძაბული დღე იყო და უნდა ითქვას სოფო კილაძის სასახელოდ, რომ პატიმრების დედებს სწორედ ის შეხვდა და მონახულებას დაპირდა. იმედია, რომ სოფოს ეს გადაწყვეტილება არ იქნება ერთჯერადი და სხვა დროსაც მოუწევს ასეთი რამ,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ სოფო კილაძე ვერ შეძლებს ბევრი პატიმრის მონახულებას, რისი საშუალებაც ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ.

„იმედი მაქვს რომ თქვენ გამოიყენებთ იმ უფლებას, რომ ოპოზიცის წევრებს მისცეთ ეს უფლება. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენ იქნებით ყველას პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის წევრებს, დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ყველას ვინც ამას მოინდომებს ამ უფლებას მისცემთ,“ - განაცხადა ნატო ჩეიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა