არჩილ თალაკვაძე - როდესაც ნორმალური პოლიტიკური პროცესი აღდგება, ყველას, ვისაც ეკუთვნის, შესაძლებლობა ექნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შევიდეს

წლის განმავლობაში 340-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, 1000-ზე მეტი ავადდებოდა ტუბერკულოზით, კვდებოდნენ ადამიანები C ჰეპატიტით, ადამიანები საქმეებს იგებდნენ სტრასბურგში და ეს გადაწყვეტილებებიც კი არ იყო ყურადღებით შესმენილი; დღეს იგივე ხალხი გადაცმული ცხვრის ქურქებში ითხოვენ პატიმრების უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძის გამოსვლის საპასუხოდ აღნიშნა, როდესაც ნორმალური პოლიტიკური პროცესი აღდგება, ყველას, ვისაც ეკუთვნის, ექნება შესაძლებლობა შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

„ყველას თავმჯდომარეობა ნიშნავს, რომ შერჩევით არავის უნდა მიანიჭო გარკვეული უპირატესობა. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ საკითხთან შერჩევით არ მქონია არანაირი დამოკიდებულება. ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მათ არ ეძლევათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება, ანალოგიურად არ ეძლევა ამ პარლამენტის არც ერთი დეპუტატს, მინდა ეს ხაზგასმით გითხრათ. სხვებსაც აქვთ ასეთი მოთხოვნები შემოტანილი. მეორეც - მარტო ბოიკოტი არ არის აქ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ბლოკირებული, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, პარლამენტის მუშაობის შეჩერებას ცდილობდნენ ისინი კანონის დარღვევით. ეს არის პოლიტიკური საკითხი - თუ პარლამენტთან გაქვს ასეთი დამოკიდებულება, ბიუროს სხდომებზე კომიტეტებში გაწევრიანებას არ უნდა ითხოვდე, არ უნდა შემოდიოდე და არ უნდა ითხოვდე სხვადასხვა უფლებამოსილებების განხორციელებას შერჩევითად. რაც შეეხება მემკვიდრეობას, თუ დაუკვირდით, მე მათ კორექტულად მივმართე პარტიაზე, პარტიას აქვს ეს პასუხისმგებლობები და არა კონკრეტულად რომელიმეს სახელი და გვარი არ გამომიყვია. კარგად ვიცი, როდის რა უნდა ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზღვარგადასული ქცევით გამოირჩეოდნენ დღეს.

მათ პოლიტიკურ პარტიას აქვს ეს ეს მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც წლის განმავლობაში 340-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, 1000-ზე მეტი ავადდებოდა ტუბერკულოზით, კვდებოდნენ ადამიანები C ჰეპატიტით, ადამიანები საქმეებს იგებდნენ სტრასბურგში და ეს გადაწყვეტილებებიც კი არ იყო ყურადღებით შესმენილი. დღეს იგივე ხალხი გადაცმული ცხვრის ქურქებში ითხოვენ პატიმრების უფლებების დაცვას. თან ხომ არ გგონიათ, რომ საერთოდ პატიმრების უფლებებზე წუხან. სავარაუდოდ, როგორც აქ იკვეთება, ისინი წუხან ძირითადად იმ ადამიანების გამო, ვისზეც პოლიტიკური ინტერესი აქვთ. ამ შემთხვევაში მშობლები და შვილები, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში, გამოიყენეს ამ პოლიტიკური ეპატაჟისთვის და ცირკისთვის, რაც დღეს აქ ვნახეთ. როდესაც ნორმალური პოლიტიკური პროცესი აღდგება, ყველას, ვისაც ეკუთვნის, ექნება შესაძლებლობა შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თუმცა, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა