საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიადაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დაკითხვის დაწყებამდე საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, 2010-2013 წლებში, გიგა ბოკერია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად გამოძიებას კითხვები აქვს, მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ბექა კვიციანის თქმით, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა დადგა. სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე გამომძიებელმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა იმ მიზეზით, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

"საქმე არის საკმაოდ მოცულობით და გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს.გიგა ბოკერიას გამოკითხვის საჭიროება დადგა, დაესმება კითხვები. ზოგადად, გეუბნებით, რომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიას გამოკითხვის აუცილებლობა. კონკრეტულად, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა,როდის ჩატარდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო,დეტალებში ვერ შევალ",-განაცხადა კვიციანმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა