გიგი უგულავას ინფორმაციით, 19 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, 21-22 დეკემბერს კი მანიფესტაციებს ზუგდიდში და ბათუმში გამართავს

ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით, თუ მოვიდა გონს უმრავლესობა, მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში. ეს არის ამ კვირის გეგმა", - განაცხადა უგულავამ.

მანვე განაცხადა, რომ პიკეტი ხუთშაბათს დილიდან იქნება.

"პიკეტი იქნება დილიდან, როგორც არის ხოლმე, საუზმე და პიკეტი ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ცნებებად იქნა ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, ხაში კი უმრავლესობისთვის, რადგან 6 საათზე შედიან ხოლმე. პარასკევს, რამდენადაც ვიცი, 5 საათზე ჩანიშნულია მოლაპარაკებები, შაბათს იქნება მანიფესტაცია ზუგდიდში და კვირას იქნება ბათუმში", - აღნიშნა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა