ანონსი 17 დეკემბერი

17 დეკემბერს, 09:30 საათზე, ევროპის ფონდი და გლობალური ინიციატივა ფისკალური გამჭვირვალობისათვის (GIFT) ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლებენ.

მის: სასტუმრო "ჰოლიდეი ინ".

17 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 დეკემბერს, 10:30 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით სასტუმრო „რედისონში“ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

17 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნი, ლევან სამუშია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის მოდელზე - გამოსავლის გზები პოლიტიკური ჩიხიდან. ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და დაგეგმილი აქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 დეკემბერს, 11:00 საათზე , სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2019” გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

17 დეკემბერს , 11:00 საათზე, დისკუსია „ჯანდაცვის რეფორმა, ახალი ინიციატივა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?“ გაიმართება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები ანდრია ურუშაძე და ნინო მირზიკაშვილი.

მის: სასტუმრო "რუმსი"

საკონტაქტო : თამარ ხორბალაძე- 593366993

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 დეკემბერს, 11:00 საათზე , საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით კონფერენცია თემაზე: “საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა” გაიმართება.

მის: სასტუმრო „KING DAVID RESIDENCE“

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების” ერთერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის მოდელზე - გამოსავლის გზები პოლიტიკური ჩიხიდან. ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და დაგეგმილი აქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და ფრაქციის წევრები IRI-ს წარმომადგენლებთან, ჯონ დიპიროსა და ვლადიმერ რაზმაძესთან შეხვედრას გამართავენ.

ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

17 დეკემბერს, 11:15 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის საქმე, ადვოკატის მიერ ე.წ. სასამართლოდან გამოტანილი ინფორმაცია და საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართლებრივი პროცედურები.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565

17 დეკემბერი, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ წევრები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მოთხოვნა საარჩევნო კანონმდებლობის განხილვებში ჩართვის შესახებ. მოძრაობის წევრების განცხადებით, ოპოზიციის საარჩევნო პროექტი კატეგორიულად მიღებელია, რადგან სეპარატიზმის რისკებს შეიცავს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა 20/30-იანელები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

მის: ივანიშვილის რეზიდენცია

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი თბილისი-ერევანი-მინსკი ვიდეოხიდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება თემაზე "ჭადრაკი როგორც სპორტი და ცხოვრების ნაწილი: ტრადიციიდან მომავლისკენ» ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მის: „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრი

საკონტაქტო: 555908977

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” და საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის სტუდენტები, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.

თემა: სასწავლო გრანტების პოლიტიკა საქართველოში.

მის: გუდიაშვილის ქუჩა №7

საკონტაქტო: 599 291202

17‍ დეკემბერს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

მის: სანაპიროს ქ. 4

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და ფრაქციის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეტ რუდისთან შეხვედრას გამართავენ.

ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტების განსახილველად დიალოგი გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ,,ლელოს" დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო ნომერი: 593120605

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს ახალ საბინაო პოლიტიკასა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინიციატივას გააცნობს.

მის: უზნაძის ქ. 117ა

საკონტაქტო პირი: თეო ჭონიშვილი 577 190 087 სალომე ჩხეიძე 555 505 758

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქაო სასამართლოში 10 დეკემბერს, პარლამენტთან გამართული აქციისას დაკავებული “ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის და ასევე 5 პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდში კვლევის ანგარიშს წარადგენენ, რომელიც ასახავს ბიუჯეტის დაგეგმვასა და განაწილებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში-თელავში, გურჯაანში, ოზურგეთში, ხელვაჩაურში და ბათუმში.

მის: ჭოველიძის #10

საკონტაქტო: 595 221 999

17 დეკემბერს, 15:00 საათზე, “სექტორი 3-ში” სოციალური საწარმოების საახალწლო მარკეტი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება შშმ პირთა, კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა, დევნილთა და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიერ წარმოებული პროდუქცია და სერვისები.

მის: გიული ჭოხონელიძის #5, დიღომი (სექტორი 3-ჰაბი განვითარებისთვის)

საკონტაქტო : მარიამ ჯაფარიძე - 555101040

17 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქაო სასამართლოში 10 დეკემბერს, პარლამენტთან გამართული აქციისას დაკავებული 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მის: ფაბრიკა, საკონფერენციო დარბაზი Jungle Room

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გახსნის.

მის: გუდიაშვილის ქუჩა № 7

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსს უმასპინძლებს.

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ღია საზოგადოების“ ფონდში გაიმართება კვლევების პრეზენტაცია უსახკლარობის თემაზე.

მის: ჭოველიძის 10

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო