გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად ნაძვის ხე აანთეს

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად ნაძვის ხე აანთეს

გორში საახალწლო ნაძვის ხე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად აანთეს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პატარებისთვის განწყობის შესაქმნელად გასართობ ცენტრ „Kids Land“-ის ანიმატორები ზრუნავდნენ. კულტურის ცენტრის მოსწავლეებისა და "Gloria Family Dance Studio"-ს მონაწილეობით გაიმართა ფლეშ მობი.

გორის მერია მადლობას უხდის ყველას, ვინც ამინდის მიუხედავად, საახალწლო განწყობის შესაქმნელად მოედანზე შეიკრიბა და დაგეგმილ საღამოში მონაწილეობა მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.