გორმა კალათბურთში შიდა ქართლის პირველობას უმასპინძლა

გორმა კალათბურთში შიდა ქართლის პირველობას უმასპინძლა

შიდა ქართლის პირველობა კალათბურთში გორელების უპირატესობით დასრულდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გორმა კალათბურთში შიდა ქართლის პირველობას უმასპინძლა, სადაც 2006–2007 წწ დაბადებულ გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

მათივე ინფორმაციით, შეჯიბრება 11 დეკემბერს დაიწყო, ფინალური პაექრობები კი ჩატარდა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში.

„გოგონათა შორის მესამე ადგილზე აგარის გუნდი გავიდა, ოქროს მედლისთვის კი ფინალში გასულმა გორელმა და ხაშურელმა გოგონებმა იბრძოლეს. გამარჯვება გორელებმა მოიპოვეს-72:32 და შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.

პირველობამ ვაჟებს შორისაც გორის გუნდების დიდი უპირატესობით ჩაიარა. აქ საუკეთესო ,,გორი 1“ იყო, რომელმაც 55:45 დაამარცხა ,,გორი 2“, მესამე ადგილზე კი ,,გორი 3“ გავიდა.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები და მედლები გადაეცათ. შეჯიბრების ორგანიზატორი იყო შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაცია, მხარდამჭერები საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და გორის მუნიციპალიტეტი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო“,-ნათქვამია ინფორმაციაში.