„ვაჟა ექიმი გმირია“, „დამიბრუნე ჩემი ქვეყნის ტერიტორიები“, „ექიმის პროფესიას საზღვარი არ აქვს“ - ამ ლუზუნგებით ბათუმში აქცია გაიმართა

„ვაჟა ექიმი გმირია“, „დამიბრუნე ჩემი ქვეყნის ტერიტორიები“, „ექიმის პროფესიას საზღვარი არ აქვს“ - ამ ლუზუნგებით ბათუმში აქცია გაიმართა

„ვაჟა ექიმი გმირია“, „დამიბრუნე ჩემი ქვეყნის ტერიტორიები“, „ექიმის პროფესიას საზღვარი არა აქვს“, „თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში ექიმები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

„ევროპის მოედანზე“ შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ექიმის უფლებების დაცვა ვერ ხერხდება, რის გამოც ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაშია.

„ჩვენ დღესაც და ხვალაც სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბებით, რადგან ექიმი ავადმყოფის სამკურნალოდ გადავიდა ე.წ. საზღვარზე. ვაჟა ექიმი ყველა ჩვენგანის ნაცვლად ზის ციხეში, მას ვაწვდით სიგნალს, რომ ნებისმიერი მზად ვართ ჩავანაცვლოთ იგი ცხინვალის იზოლატორში“, - განაცხადა ბსუ-ს პროფესორმა და ტრავმატოლოგმა, კახაბერ ქაშიბაძემ.