ზურაბ აბაშიძე - იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს ვადაში გათავისუფლდება

იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს ვადაში გათავისუფლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ შედეგი დადგეს და დაიხუროს ეს საკითხი, ხოლო მიზეზებზე ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი.

„არამხოლოდ დიპლომატიური კორპუსი, არამედ მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ამაშია ჩართული და ხედავთ, რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ამ საკითხს. პირველივე დღიდან ვიყავით ჩართული. პრინციპი ასეთი იყო, რომ ნებისმიერი ფორმატი და საშუალება, ნებისმიერი კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი სასწრაფოდ გათავისუფლებულიყო", - განაცხადა აბაშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა