15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბათუმში აქცია მიმდინარეობს, რომელზეც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

ლუკა სირაძის ოჯახს ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ და მომხდარ ფაქტს გმობენ. ევროპის მოედანზე ამ წუთებში მდუმარე აქციას ბათუმელები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები მართავენ.

შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა თავდაპირველად პროტესტის ნიშნად მსვლელობა აბაშიძის ქუჩაზე მოაწყვეს.

"სისტემა უნდა დაინგრეს, ამ შემზარავმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ საბჭოთა სისტემა გვაქვს, ფასადი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ფასადზე წარწერილი "ამ ცხოვრების დედაც" არ ეძია ყველამ. განათლების სისტემამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველამ ფორმალურად ვალი მოიხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკისთვის რომ ჰქონოდა, თითქოს საქმე გახსნეს -ადამიანი, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მე ვეკითხები სახელმწიფოს - რა სამართლებრივი სიკეთე გადავარჩინეთ, ღირდა?,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ.

მდუმარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ისინი ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ და მომხდარს გამოეხმაურნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო