სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მერი თუშეთში მოსახლეობას შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი თუშეთში მოზამთრე მოსახლეობას შეხვდნენ.

გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მესამე წელია უსასყიდლოდ სარგებლობს. მათივე ცნობით, რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, ზამთარში დამრჩენ პირთა რაოდენობაც გაიზარდა და წელს უკვე, თუშეთის ხუთ სოფელში: ომალოში, შენაქოში, ბოჭორნაში, ჩიღოში და ჭეშოში რჩება მოსახლეობა გამოსაზამთრებლად.

„ხელი შეეწყო ფერმერებს, საოჯახო სასტუმროს მფლობელებს და თუშეთში სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ ადამიანებს. თუშეთში დღეისათვის 60-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა, ბევრი მათგანი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე, თუშეთმა 15 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. გარდა ამისა, თუშეთში ფუნქციონირებს ამბულატორიაც და სეზონის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფებიც რეგულარულად ემსახურებიან სოფლებს. თუშეთისთვის სამომავლო პერსპექტივად, კერძო ბიზნესის ინიციატივითა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, მუშავდება საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ დროისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრომ უკვე გადაცა 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთში შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგებასა და სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო