ოზურგეთში, გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია გაიმართა

ოზურგეთში, გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია გაიმართა

ოზურგეთში, გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გარდაცვლილ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი განცხადებით, პასუხისმგებლობა ყველა შესაბამისმა ორგანომ უნდა აიღოს.

“უკვე დროა ყველა ორგანომ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის ამბავი, რომელიც ჩვენ ყველას გვეხება. ეს არის პრობლემა, რომელიც მოიცავს ჯაჭვის ბევრ რგოლს და არ ჰყოფნის ეს წარწერები. ლუკა არის ჩვენი შვილი, თქვენი შვილი და ყველას შვილი. არ შეიძლება მომხდარის ასე გატარება და სტატისტიკად აღქმა. უკვე ყველაფერს საზღვარი აქვს", - განაცხადა ,,ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- პროგრესის სახლის" წარმომადგენელმა ნათია ვაშალომიძემ.