15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაჯილდოება გადადო

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაჯილდოება გადადო.

sportall.ge-ის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყრილობა შედგა, სადაც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წლის ანგარიში წარადგინა.

ყრილობის ბოლოს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება უნდა გამართულიყო, თუმცა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო გადაიდო.

"მოხდა სამწუხარო ამბავი, გარდაიცვალა ლუკა სირაძე. ამიტომ დღევანდელი დღის საზეიმო ნაწილი ამოვიღეთ, სადაც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები უნდა დაგვეჯილდოვებინა“,- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა