კახეთში 80 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, დაახლოებით 80 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია, თუმცა შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, რადგან ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირის გაუჩინარების შემდეგ, შს-ს გამოძიება დაწყებული ჰქონდა 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა, შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს და შესაბამისი მიმართულებით გაგრძელდეს გამოძიება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტები იმყოფებიან.

























