გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგო დაშავდა

გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გოგონა დაშავდა. 11 წლის მოზარდი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მოზარდს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

























