პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ გამარჯვებული იდეების პრეზენტაცია გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ გამარჯვებული იდეების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივაა და მიზნად ისახავს , ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.
„პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინიციატივები ონლაინ-პლატფორმის საშუალებით წარედგინათ, დარეგისტრირებული 50-მდე იდეიდან გამარჯვებული 7 იდეა გამოვლინდა მოსახლეობის მიერ ხმის მიცემის შედეგად. გამარჯვებული იდეების ავტორები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სიგელებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ იდეებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 2020 წელს განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 300 000 ლარია. გამარჯვებული იდეებია: ტურისტული დაფები - იდეის ავტორი: ალექსანდრე გიორგაძე; გულის კონსტრუქცია - იდეის ავტორები: სალომე სორდია, მელანო დგებუაძე; მეორე სკოლის მინი-სტადიონი - იდეის ავტორი: გიული გვარამია; ბურჯი ეროვნებისა - იდეის ავტორები: ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა; ფამფტრეკები - იდეის ავტორი: ნიკა სიმონიშვილი; ნაბადის სკვერი ეკლესიასთან - იდეის ავტორი: ლუკა ცანავა; მოცეკვავი შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე - იდეის ავტორი ცოტნე ხარებავა,”-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























