კახეთში, 84 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სოფელ კასრისწყალში, 84 წლის ერესტო ღულელაურის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლება, ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია 64 წლის კაცი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, 84 წლის კაცი საკუთარი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ხანდაზმულს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივები მომხდარის მიზეზად ძარცვას ასახელებენ.
გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

























