აჭარის პოლიციის უფროსი - საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა მოქალაქემ, პატრული გადმოვიდა მანქანიდან, რომელსაც მოქალაქემ ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კონსტანტინე ანანიაშვილი სამართალდამცველის დაჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს მოქალაქემ გააჩერა და მოულდნელად ცივი იარაღით დაჭრა.
მისივე ინფორმაციით, მეწყვილემ აღნიშნული მოქალაქე ადგილზე დააკავა.
"მოგახსენებთ ქალაქ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს, გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, მას ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა მოქალაქემ, რომელიც მეწყვილეს მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ",-განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილილმა
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

























