დიმიტრი ცქიტიშვილი - როდესაც ასეთი მაღალი დონის დოკუმენტში ხვდება საქართველო, ეს ცალსახად იმის ნიშანია, რომ აშშ არ ეგუება იმ პროცესს, რომელიც საქართველოში ოკუპაციის სახით მიმდინარეობს

როდესაც ასეთი მაღალი დონის დოკუმენტში ხვდება საქართველო, ეს ცალსახად იმის ნიშანია, რომ ამერიკა არ ეგუება იმ პროცესს, რომელიც საქართველოში ოკუპაციის სახით მიმდინარეობს,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ცქიტიშვილის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ აშშ-ში რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, საქართველოს მხარდაჭერის პოლიტიკა განგრძობითი იქნება.

„ეს ადრე თუ გვიან მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება. ამის შესახებ ამერიკა გზავნილს უგზავნის მსოფლიოს. ეს ასევე, ნიშანია იმისა, რომ აშშ-ში რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს პოლიტიკა არის განგრძობითი.

სანქციებს ის სწრაფი შედეგი ბუნებრივია, ვერ ექნება, როგორიც მოლოდინია, თუმცა ამ სანქციებს შიდა პოლიტიკურ პროცესში რუსეთისთვის დისონანსი მოაქვს და მას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა