„ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები პარლამენტს მუდმივმოქმედ დელეგაციებში გაწევრიანების თხოვნით მიმართავენ

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები პარლამენტს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანების თხოვნით მიმართავენ, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

გარდა ამისა, როგორც ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, დეპუტატების ნაწილი კომიტეტებში გაწევრიანებასაც ითხოვს.

მათ შორის, ბიუროს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლადო კახაძე დაინიშნა. გიგა ბუკია სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაწევრიანდა. ნინო გოგუაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში.

ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია განათლებისა და კულტურის კომიტეტში გაწევრიანდა. ის ასევე ითხოვდა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრობას.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ბიუროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტში გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

თამარ ჩუგოშვილმა კი ბიუროს საპარალამენტთაშორისო ძირითად დელეგაციაში გაწევრიანების ნებართვა სთხოვა.

ბიურომ დეპუტატების წარდგენები და მიმართვები ცნობად მიიღო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს