ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმური სწავლება ჩაატარა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმური სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები და არმიის გამნაღმველთა დანაყოფი მონაწილეობდა.

„სწავლება ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა. წვრთნების მიზანი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული ქვედანაყოფის თავსებადობის ამაღლება და კოორდინაციის დახვეწა იყო. სწავლების დროს სამხედროებს მოწინააღმდეგის ჩასაფრებაზე რეაგირება და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოუწიათ, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა. ​ I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ნოემბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს